ახალი ამბები • 1732284277
ბათუმში, წვიმაში დაგებული ასფალტის საფარი მოხსნეს, სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა | ბრიფინგი ენმ-ში
წვიმაში შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა - ახლად რეაბილიტირებული ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეჯინისწყლის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოხსნეს. ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის სამუშაოები წვიმაში, 6 დეკემბერს მიმდინარეობდა, რიგ მონაკვეთებზე, კი ორმოები ქუჩის კეთილმოწყობიდან რამდენიმე დღეში გაჩნდა.
ამის შესახებ მაყურებელს ინფორმაცია ჩვენც მივაწოდეთ. მაშინ პასუხისმგებელ უწყებაში გვითხრეს, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ წვიმის დაწყების შემდეგ სამუშაოები შეაჩერა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
კორუფციულ მმართველობაში ხელისუფლება დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ ამხილა. ოპოზიციის წევრების განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის უხარისხო რეაბილიტაცია მორიგი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს სისტემა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ცნობისთვის, 19 მილიონიანი პროექტიდან შპს "ლტდ" - ს 14 მილიონი უკვე მიღებული აქვს.
1727447820