ახალი ამბები • 1746614340
მაღალმთიანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
ამბები მთიდან
1640168805
მაღალმთიან აჭარაში ძლიერი თოვაა. ხულოს ცენტრში, თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს, სოფლებში კი, 70–80 სმ-ია. დიდთოვლობის შედეგად, მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დილიდან, გზის გაწმენდითი სამუშაოები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. პრობლემაა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც.
უწყების ინფორმაციით, მის აღმოსაქფხვრელად მუშაობა დაწყებულია. ინტენსიურად თოვს შუახევშიც. შუახევის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. რაც შეეხება ქედას, აქ გვითხრეს, რომ ახალი თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. მერიის ცნობით, ამ დროისთვის, გადაადგილებაზე შეფერხება არ ფიქსირდება.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა