1 დაღუპული და 4 დაშავებული | ქედაში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ავარია

1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

4 დაშავებული ქედის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია. 

მეტის ნახვა