ახალი ამბები • 1747899917
ბათუმში, მანქანა ქვეითს დაეჯახა
ახალი ამბები
1709126963

ბათუმში, მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. 65 წლის ქალს მანქანა იმ დროს შეეჯახა, როცა ქუჩაზე გადადიოდა. როგორც TV25.GE-ის თვითმხილველებმა უთხრეს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყოს პოლიცია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა