ჩამოვედი კეთილი საქმეებისთვის, შანტაჟის მსხვერპლი ვარ - რა თქვა გალიფ ოზთურქმა სასამართლო პროცესზე?

გალიფ ოზთურქი

ცოტა ხნის წინ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა. თურქ ბიზნესმენს მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ან გადაგზავნა ედავებიან.

ოზთურქი პროცესს დისტანციურად დაესწრო. მისი შეფასებით, იგი საქართველოში კეთილი საქმეებისთვის ჩამოვიდა და ახლა შანტაჟის მსხვერპლია.

"საქართველო ვიცი როგორც სამართლიანი. ვენდობი თქვენს სასამართლოს. შეხება არ მქონია ამ საქმესთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და მჯერა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. აქ დანაშაულების საკეთებლად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი კეთილი საქმეებისთვის. აქ ვარ როგორც შანტაჟის მსხვერპლი", - განაცხადა მან პროცესზე.

შეგახსენებთ, გალიფ ოზთურქი ''მეტრო ჰოლდინგის'' შენობაში, 31 მაისს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს, 7 გრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს.

ამ თემაზე: აღმოჩნდა თუ არა გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები? - ექსპერტიზის დასკვნა

ვინ არის გალიფ ოზთურქი და რა ბიზნესებს ფლობს საქართველოში? - ოზთურქის მოღვაწეობის ქრონოლოგია

აღსრულებული სამართალი თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება? - რა მისწერა გალიფ ოზთურქმა კობახიძეს დაკავებამდე?

გალიფ ოზთურქის სახლში 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს - პროკურატურამ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინა

მეტის ნახვა