ახალი ამბები • 1701337917
კაცს გონების დაკარგვამდე სცემეს

წეროვანში კაცს გონების დაკარგვამდე სცემეს - ამის შესახებ TV Monitoringi წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წარმომადგენლებს თავს გუშინ, იმ დროს დაესხნენ, როცა წეროვანში ჩასულებს, გზა აებნათ.
დაზარალებულის მეუღლე ჰყვება, რომ დასახლებაში მათ დახმარება ერთ-ერთ შემხვედრ კაცს სთხოვეს, რომელმაც მის მეუღლეს უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ქალის თქმით, მისმა ქმარმა ცემისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
"ვიყავით წეროვანში, გზა აგვებნა და დახმარება ვთხოვეთ ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც უმიზეზოდ თავს დაგვესხა. ფიზიკურად გაუსწორდა მანქანაში მჯდომ ჩემს მეუღლეს, რის გამოც მან გონება დაკარგა და ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს კიდევ ურტყამდა. ვითხოვთ რეაგირებას და ობიექტურ გამოძიებას" - თქვა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221