ქობულეთში, ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავარია

ფოტო: აჭარის ტელევიზია

ავარია მსხვერპლით - ქობულეთში, შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შეჯახება სოფელ ოჩხამურთან მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ჯგუფს სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტებს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.

 

წყარო: აჭარის ტელევიზია

მეტის ნახვა