ახალი ამბები • 1751358640
საქართველო "ლიმეს კონგრეს 2024"-ს მასპინძლობს
ახალი ამბები
1725877930

საქართველო პირველად ,,Limes Congress 2024’’-ს მასპინძლობს. კონგრესი რომის იმპერიის ისტორიასა და არქეოლოგიას ეძღვნება.
,,ლიმეს კონგრესი 2024’’ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები, 42 ქვეყნის 350- მდე დელეგატი.
მეტის ნახვა