ამერიკის მაგინებელთა რიგებს შუახევიდანაც უერთდებიან - "ოცნება" ორმა დეპუტატმა დატოვა

ხალხის ძალა

ამერიკის მაგინებელთა რიგებს შუახევიდანაც უერთდებიან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ "ქართული ოცნება" და თანამდებობები დატოვეს. ისინი "ხალხის ძალას" შეურთდნენ.

ყოფილმა "მეოცნებეებმა" შესაბამისი განცხადება საკრებულოს უკვე წარუდგინეს. ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ TV25.GE-ის უთხრა, რომ გადაწყვეტილება პირადი სურვილის საფუძველზე მიიღო.

"რა თქმა უნდა, უკვე წარვადგინე განცხადება, ჩემი სურვილი იყო და ამიტომ გადავედი, მეც ხომ მაქვს სურვილები", - გვითხრა ზაზა დავითაძემ.

აქვე შეგახსენებთ, ანტიდასავლურ მოძრაობას გასულ კვირას ქობულეთიდანაც შეუერთდნენ. "ქართული ოცნება" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,მ, გურამ აბაშიძემ და დეპუტატმა, გიზო ხალვაშმა დატოვეს.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა ოთხეულმა საზოგადოებრივი მოძრაობა რამდენიმე თვის წინ დააფუძნა. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ოცნება" 28 ივნისს დატოვეს. როგორც მაშინ განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება. მათ რიგებს, მოგვიანებით, გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

მეტის ნახვა