ბათუმში, 41 908 მოქალაქე მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული | ოპოზიცია

"ქართული ოცნების 11 წლიანი მმართველობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ბათუმზე", - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რეზო ხარაზი სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქალაქში 41 908 მოქალაქე მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული.

მისივე შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, მოქალაქეებისათვის ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე გახდა, რასაც ემიგრაციაში გადახვეწილი ახალგაზრდები ემატება. ასევე, აქ მყოფი მოქალაქეები, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურს.

„ქართული ოცნების“ 11 - წლიანი მმართველობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ჩვენს ქალაქზე. მე დღეს წამოვიღე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული სტატისტიკა: დღეს, ჩვენს ქალაქში 11,977 ოჯახი არის რეგისტრირებული, უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ 41,908 მოქალაქეა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პირობებში, ჩვენი მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო მძიმე გახდა ცხოვრება. ამას ემატება ემიგრაციაში გადახვეწილი ჩვენი ახალგაზრდები და აქ დარჩენილი მოქალაქეები, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურს.

ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს, კვლავ დავუბრუნოთ ბათუმს ის განვითარება, რაც 2004-2012 წლებში გვქონდა. ეს ყველაზე კარგად მიშა სააკაშვილს და მის გუნდს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია. ჩვენ, ერთხელ ეს შევძელით და სწორედაც 2024 წლის 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტებზე და პროგრამებზე, კონკრეტულ რეალურ ინვესტიციებზე, რომლითაც შევქმნით მაღალანაზღაურებად სამსახურებს. ჩვენ, ყოველწლიურად ახალი ინვესტიციებით და ახალი პროექტებით, 2024 წლიდან შევამცირებთ სიღარიბეს. არ შეიძლება ბათუმში ცხოვრობდეს ღარიბი სოციალური სტატუსის მატარებელი ოჯახი, ეს ხელისუფლების დანაშაულია.

ბათუმს აქვს იმის პოტენციალი და შესაძლებლობა, იყოს ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქალაქი. ჩვენი ამბიცია სწორედ ეს არის და ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გამარჯვების პლატფორმა“, ამას შევძლებთ“, - თქვა რეზო ხარაზმა.

მეტის ნახვა