ახალი ამბები • 1733997205
"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი" | აქციის მონაწილეებმა "ოცნებას" 1 საათიანი ვადა მისცეს
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ერთ საათიანი ვადა მისცეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, გაიწვიოს რუსული კანონი:
"1770 წელს, 17 აპრილს ტოტლებენმა მიატოვა საქართველო აწყურის ციხესთან; 17 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" მიატოვა საქართველო. დაივიწყა კონსტიტუციის 78-ე მუხლი. ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია როგორც სახარება გვეუბნება დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს.
ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე." განაცხადა აქციის წამყვანმა, რატი ამაღლობელმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ოცნებამ რუსული კანონი პირველი მოსმენით დღეს მიიღო.
1733990122
1728455482
1727447820