ევროკავშირის 13 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ საქართველო ვერ შეძლებს გახდეს გაერთიანების წევრი, თუ ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის. მათივე განმარტებით, „ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა“ .  ამასთან, განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ საქართველოს მომავალი საზოგადოების ხელშია და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. კობახიძისთვის ევროკავშირის 13 ქვეყნის მინისტრის განცხადებასაც "არავითარი ფასი არ აქვს". პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "თუ სადმეა საჭირო ასეთი განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით". 

მეტის ნახვა