ევროპული მარშისთვის ხელის შეშლას ე.წ "ლაზერებით" შეეცადნენ

პარტაქტივი

"ქართული ოცნების" პარტაქტივი გუშინ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციისთვის ხელის შეეშლას შეეცადა. ისინი თავისუფლების მოედანზე, ოცნების დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის სასტუმრო "მონოგრაფის" ვერანდაზე მდებარე რესტორნიდან სცენაზე გამომსვლელებსა და მარშის მონაწილეებს ე.წ "ლაზერებს" ანათებდნენ. მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ კი თავად სახეებს პლედებით იფარავდნენ და კამერებს ამ ფორმით ემალებოდნენ.

მედიამ გაარკვია, რომ პარტაქტივის წევრები სხვადასხვა რაიონის გამგეობებში არიან დასაქმებულები, ასევე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - მსვლელობა ამ სახელწოდებით გუშინ თავისუფლების მოედანზე დასრულდა. ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები აფიქსირებდნენ რომ ჩვენი მომავალი ევროპაა.  ისინი ბიძინა ივანიშვილს შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებდნენ. შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. 

აქციაზე, გავრცელებული ინფორმაციით, 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. 

მეტის ნახვა