მოვითხოვთ ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგეს | რეზო ხარაზი

რეზო ხარაზი

მოვითხოვთ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ­ბათუმის საკრებულოში განაცხადა. ამ განცხადებით, რეზო ხარაზი გამოეხმაურა პრეზენტაციის დროს, მონიტორზე რუსეთის რუკის გამოჩენას, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.

ოპოზიციონერის თქმით, ქალაქის მერმა საკრებულოს წინაშე მოხსენებისას რუსეთის რუკა მიზანმიმართულად გამოფინა. მისი შეფასებით, ჩიქოვანი ვერ ერკვევა სად არის რუსეთი ან ევროკავშირი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოვითხოვთ გადადგეს ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. ჩვენ არ გვჭირდება მერი, რომელმაც რუკა არ იცის, არ იცის სად არის ევროკავშირი ან რუსეთი. გაერკვეს ქალაქის მერი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება”, - თქვა რეზო ხარაზმა.
მეტის ნახვა