ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა კოალიციას „ცვლილებისთვის“ შესწირეს

პარტიები

27 აგვისტოდან დღემდე, ანუ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ,  საარჩევნო სუბიექტების ნაწილმა, ჯამში, 14 მილიონ 259 ათას 594 ლარის შემოწირულება მიიღო. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქართულ ოცნებას“ 5 354 740 ლარი ჩაერიცხა. პარტიას თითქმის ორ თვეში, 197 შემოწირულება აქვს მიღებული. რაც შეეხება სხვა საარჩევნო სუბიექტებს, მეორე ადგილზეა კოალიცია „ცვლილებებისთვის“, რომელსაც შემოწირულების სახით 4 442 273 ლარი შესწირეს. ეს თანხა  ორ თვეში კოალიციას 320-მა შემომწირველმა ჩაურიცხა.  მათ შორისაა,  ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე  - 10 ათასი ლარი, მირდატ ქამადაძე 41 ათას 500 ლარი და აკაკი მინაშვილი  3 000 ლარი. კოალიციას „ძლიერი საქართველო“, რომელიც 3 736 463 ლარი ჩაერიცხა. პოლიტიკურ ძალას თითქმის ორ თვეში 171 შემოწირულება აქვს მიღებული.„ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 614 969 ლარის შემოწირულება მიიღო.რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, 27 აგვისტოდან დღემდე 111 149 ლარი ჩაერიცხა. შემომწირველებს შორის არიან: სოფიო ხორგუანი, ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი 

მეტის ნახვა