"ოცნების" დღევანდელი შეკრებისთვის ხალხი ბათუმიდან წაიყვანეს

"ოცნების" დღევანდელი შეკრებისთვის ხალხი ბათუმიდან წაიყვანეს. მოქალაქეები გამთენიიდან  გმირთა ხეივანსა და მიმდებარე ტერიტორიებზე იკრიბებოდნენ. 

"შემომთავაზეს უფასოდ წაგიყვანო და 2 წელია არ ვყოფილვარ და რაზე არ წავალ?" - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა. 

ხალხის მობილიზება დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. რეგიონებიდან დედაქალაქში ავტობუსებით, ძირითადად საჯარო მოხელეები მიჰყავთ.

"ქართულმა ოცნებამ" დღევანდელი შეკრება მას შემდეგ ჩანიშნა, რაც თბილისში, მასშტაბური პროევროპული მარში გაიმართა. 

მეტის ნახვა