ახალი ამბები • 1730812301
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 7 წავიდა. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცესკოზე სრული კონტროლის დასამყარებლად ემზადება.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნაში ფორმალური მონაწილეობაც აღარ შეეძლება და ცესკოს კონტროლი სრულად მმართველი პარტიის ხელში გადადის. უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო არჩეული.
კანონპროექტის ხელახლა ინიცირებით "ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინა, სადაც პირდაპირ ეწერა,რომ შემოთავაზებული ცვლილებები უდროო და საკმაოდ დამაბნეველია.
უფრო კონკრეტულად კი, ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.
საერთაშორისო ორგანიზაციები პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში მინიმალურია. მათი რეკომენდაციაა, შესარჩევი კომისია, რომელიც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეს ექვემდებარება, ისევ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.
1726854943
1726726009