ახალი ამბები • 1756410394
ტრამპი: პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო...

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ Truth Social-ზე დაწერა.
„უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მას ვუთხარი, როგორც ეს პრეზიდენტ პუტინს ვურჩიე, რომ დროა მკვლელობები დასრულდეს და შეთანხმება დაიდოს! საკმარისი სისხლი დაიღვარა, ხოლო საზღვრები ომითა და სისხლითაა განსაზღვრული. ისინი იქ უნდა გაჩერდნენ, სადაც ახლა არიან. დაე, გამარჯვება ორივემ გამოაცხადოს, დაე, ეს ისტორიამ გადაწყვიტოს!“, - წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა“.
„აღარანაირი სროლა, აღარანაირი სიკვდილი, აღარანაირი უზარმაზარი თანხების დახარჯვა. ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება. ეს უნდა მორჩეს. თქვენს სახლებში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნდით“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

1756113571