ახალი ამბები • 1733750807
პროტესტის მეორე დღე - ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება
პროტესტის მეორე დღე საქართველოში. „კი ევროპას“, „არა რუსულ კანონს“ - ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.
რიგით მოქალაქეებს, სტუდენტებს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს ადგილზე კანონპროექტის საწინააღმდეგო სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის ანალოგმაც რუსეთშიც თავისუფალი სიტყვა ჩაახშო და არასამთავრობო ორგანიზაციები გააქრო.
პარლამენტთან მობილიზებულია პოლიციაც. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. სამართალდამცავები ცდილობდნენ, პარლამენტის შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინათ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "რუსებო", "მონებო", "არა რუსულ კანონს“.
1728455482
1727447820