ახალი ამბები • 1733750807
რისთვის სჭირდება "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები მმართველ გუნდს | "სამართლიანი არჩევნების" შეფასება
საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტის მიხედვით, “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
სიახლით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებასაც გეგმავს. ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად კი , მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება. ოცნების გუნდის მიერ შემუშავებული პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.
რატომ გახდა საჭირო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და როგორ აფასებენ მას ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები? “სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ ეს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავსი ტიპის ცვლილებებს ერთი პოლიტიკური გუნდი არ უნდა იღებდეს და მასზე კონსესუსი უნდა არსებობდეს.
1728455482
1727447820