ახალი ამბები • 1745831946
"სამართლიანია" - ცოტნე ანანიძე კანონპროექტზე, რომლის ინიცირებასაც "ოცნება" ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გეგმავს
პოლიტიკა
1711473112
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის სამართლიანია კანონპროექტი, რომლის ინიცირებასაც „ქართული ოცნება“ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გეგმავს. ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ იგი არა უფლებების, არამედ პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს.
საკანონმდებლო ინიციატივა რვა პუნქტისგან შედგება. ხელისუფლების მიზანია, აიკრძალოს ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ასევე, ერთსქესიანთა ქორწინება.
არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა კი დასაშვები იქნება მხოლოდ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა