ახალი ამბები • 1756410394
თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შეხვდა
პოლიტიკა
1709133788

თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარეთის მთავრობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.
ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა