ახალი ამბები • 1756410394
თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
პოლიტიკა
1674823865
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.
აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დადებით დინამიკას.
ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა



















