ახალი ამბები • 1735208720
"თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან" - კობახიძის გამოხმაურება სპეცრაზმელთა სიაზე
სპეცრაზმელთა სია გამოხმაურებების საგანი გახდა. "ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას", - ასე გამოეხმაურა ჩამონათვალს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე.
საკითხზე ისაუბრა ერთპარტიული პარლამენტის დამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, "თუ ვინმეს რაიმე სიის უნდა ეშინოდეს, ესენი რადიკალები არიან". მისივე თქმით, "გმირი პოლიციელებისთვის ეს სია ნამდვილი კომპლიმენტია".
მთავარი არხის მიერ გასაჯაროვებულ სიას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ „სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუმცა “არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში”. პრეზიდენტის ეს პოსტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.
სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ინფორმაციის გაზიარებას "სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ", იმის მიუხედავად, რომ "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონი და სტანდარტი მედიას ამის საშუალებას აძლევს
1734621676
1728455482
1727447820