TV 25-ის რეპორტიორთან „ოცნების“ შტაბიდან ზარი განხორციელდა

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ  წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ, თანაბარ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ამის პარალელურად, სადამკვირვებლო მისიებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა სახის დარღვევაზე ღიად საუბრობენ. ამას ამყარებს ისიც, რომ გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანები ამომრჩეველზე ირიბ თუ პირდაპირ ზეწოლას ახორციელებენ. მაგალითისთვის: გახშირდა ოცნების კოორდინატორების ზარები, კითხვით ხართ თუ არა ისევ ჩვენი ამომრჩეველი ან  ხომ არ შეგიცვლიათ პოზიცია. მსგავი ტიპის სატელეფონო კომუნიკაცია  TV 25-ის რეპორტიორთანაც შედგა.

მეტის ნახვა