ახალი ამბები • 1756410394
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
პოლიტიკა
1674648273

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყება ანდრი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს კასიანოვმა საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, არ გამორიცხა, რომ უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს.
დიპლომატის ამ განცხადებას ქართულ ოცნებაში კრიტიკა მოჰყვა. კასიანოვი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრების შეფასებებს და თქვა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა