ახალი ამბები • 1732172899
საფლავთა კურთხევის დღე - საერო ტრადიცია
დღეს ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათია. აღდგომის მეორე დღე საფლავთა კურთხევის დღეა. მოქალაქეები მიცვალებულებს იხსენებენ. ტრადიციისამებრ, ადამიანები შეღებილი კვერცხით და პასქებით ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. ორშაბათს საფლავზე გასვლის ტრადიცია ათწლეულების წინ ჩამოყალიბდა.
ამ დღეს გიგა და გიორგი მანჯგალაძეები უკვე წლებია გარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიან და სააღდგომო სანოვაგეც მიაქვთ. საფლავის მოწესრიგების შემდეგ, სანთლებს ანთებენ და წითელს კვერცხს აგორებენ. ასე გარდაცვლილ მამას სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღესასწაულს ულოცავენ.
რუსუდან ამაღლობელი მიცვალებულთა ხსენების დღეს, ტრადიციულად, ყოველთვის დადის გარდაცვლილი ახლობლებისა და ოჯახის წევრების საფლავებზე. წელს მისთვის ეს დღე ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან პირველად უნდა მიულოცოს აღდგომის დღესასწაული გარდაცვლილ დედას.
აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით და პასქებით ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.
აღდგომას, საფლავზე გასვლის ტრადიცია, საქართველოში ათწლეულებია დამკვიდრდა და მას საყოველთაო ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი საფლავებზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს გადის, ეკლესია გვეუბნება, რომ ამ ტრადიციას მართლმადიდებლობასთან არაფერი აკავშირებს და, რომ ეს მხოლოდ საერო ტრადიციაა.
საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ, საფლავზე გასვლა შეგვიძლია, თუმცა, მხოლოდ სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად
1731685299
1727447820