ახალი ამბები • 1746614340
2 ქართველი ძიუდოისტი ესპანეთის ჩემპიონი გახდა
სპორტი
1638971765

მადრიდში გაიმართა ესპანეთის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტრესო შედეგებით დასრულდა.
90 კგ. წონით კატეგორიაში ესპანეთის ჩემპიონი ტატო მოსახლიშვილი გახდა, 100 კგ წონით კატეგორიაში კი პირველობა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა კვლავაც არავის დაუთმო.
ესპანეთის სახელით მოასპარეზე კიდევ რამდენიმე ქართველმა ძიუდოისტმა საპრიზო ადგილები დაიკავა.
90 კგ:
1. ტრისტან მოსახლიშვილი
2. მედიკსონ დელ ორბე
3. ილია ხაბულიანი
3. გოჩა ღვაჩლიანი
100 კგ:
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი
2. პაბლო ნავარო
3. ალფონსო ფლორენტინო
3. გოჩა ქურდიანი
+100 კგ:
1. ვასილე გრიგორასი
2. ალეხანდრო კარერა
3. სანტიაგო ლოპესი
4. დავით კევლიშვილი

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა