ახალი ამბები • 1738862801
დღეს, "დინამო ბათუმი" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება - ბილეთები ონლაინ იყიდება
დღეს, "დინამო ბათუმი“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტურის მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთები 5-10 ლარი ღირს, VIP სექტორში კი – 25 ლარი. ბილეთები ონლაინ იყიდება.
„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში 44 ქულით პირველ ადგილზეა. მას 38 ქულით მოსდევს „დინამო“ თბილისი.
დინამოების მატჩზე სლოვაკეთის ორ საგზური გათამაშდება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორი იღბლიანი გულშემატკივარი გამოვლინდება. აუცილებლად შეინახოთ მატჩზე დასასწრები ბილეთი.
დღესვე, მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელიას გააცილებენ. „დინამო ბათუმში“ ცოტა ხნის წინ გადმოსული მოთამაშე საფეხბურთო კარიერას იტალიაში, საფეხბურთო კლუბ „ნაპოლში“ გააგრძელებს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე კვარაცხელიას რუსულ კლუბ „რუბინში“ თამაშობდა.
1738829541
1728455482
1727447820