ახალი ამბები • 1756410394
ტოჩინოშინის მეორე ბრძოლა იანვრის ბაშოზე - მარცხი იორიკირით
სპორტი
1641805021

ქართველმა სუმოისტმა იანვრის ბაშოზე მეორე შეხვედრა გამართა. ლევან გორგაძის მოწინააღმდეგე მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტო იყო.
ტოჩინოშინმა თავიდანვე აქტიურად შეუტია, თუმცა მავაშში ხელის ჩავლება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მეტოქეს მისცა ქამარში ჩაბღაუჭების საშუალება, რითაც კარგად ისარგებლა იჩიაიამამოტომ და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
ორი დღის შემდეგ, ლევან გორგაძეს თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო ბრძოლას 11 იანვარს მე-15 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს წინააღმდეგ გამართავს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა