ახალი ამბები • 1751012220
რა ცვლილებებს იწვევს კლიმაქსი ქალებში — ქალის მენტალური მდგომარეობა ამ პერიოდში

კლიმაქსური პერიოდის დაწყება ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და მენტალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. 40-45 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში ე.წ. ინვოლუციის პროცესი იწყება და ფაქტობრივად, ორგანიზმი ახალ ეტაპზე გადადის. ამ დროს ქალის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა ძველისგან საგრძნობლად განსხვავებული ხდება. მოდით, ერთად გავერკვეთ რა არის კლიმაქსი და რა ცვლილებებს იწვევს იგი ქალის ორგანიზმში?
როდის იწყება კლიმაქტერიული სინდრომი და როგორი სიმპტომებით ხასიათდება იგი
როგორც აღვნიშნეთ 40- 45 წლის ასაკიდან ქალებში საკვერცხეები სულ უფრო ნაკლებად რეაგირებს ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე. როდესაც ჰიპოფიზი
საკვერცხეებისაგან ვეღარ იღებს სათანადო ნიშანს, მენსტრუაციული ციკლი ირღვევა სწორედ, ეს მიიჩნევა კლიმაქსის დასაწყისად.
ამ ასაკში ოვულაცია რეგულარულად აღარ მიმდინარეობს, მენსტრუალური სისხლდენაც არარეგულარული ხდება, ესტროგენები აღარ გამომუშავდება და მენსტრუაცია წყდება.
როგორც ვიცით, მენსტრუაციის ფიზიოლოგიურ შეწყვეტას მენოპაუზა ეწოდება. მენოპაუზის სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობის, უძილობის, თავის ტკივილის, მომატებული გაღიზიანებადობის, გულმკერდის ღრუსა და გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებების სახით.
კლიმაქსის პერიოდში ორგანიზმში ჰორმონული უკმარისობის დაწყების მაჩვენებელი გაძლიერებული ოფლდენითა და ცხელების შეტევის სიმპტომებით გამოისახება. კლიმაქსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითებით არის განპირობებული,ჰორმონების ცვლილებას შესაძლოა თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, სისხლძარღვთა გაფართოება, ლიბიდოს დაქვეითება და გუნება-განწყობის გაუარესება.
რა ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს კლიმაქსი — როგორია ქალის მეტალური მდგომარეობა ამ დროს
კლიმაქსის დროს ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან ერთად ქალებს ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. კლიმაქსური პერიოდის კრიზისებს, რომლებიც სულიერ და ფიზიკურ დარღვევებს განაპირობებს, ხშირად „კლიმაქტერიულ დეპრესიად“ მოიხსენიებენ. შესაძლოა, მძიმე დეპრესიამაც იჩინოს თავი.
ამ დროს ქალებს ხშირად აქვთ სიცარიელესა და გამოფიტვის შეგრძნება, თითქოს მათ ცხოვრებას აზრი ეკარგება. ზოგიერთი მენსტრუაციის შეწყვეტას ქალურობის შემცირებასთან, მომხიბვლელობის დაკარგვასთან აიგივებს და ყოველივე ამას განსაკუთრებულად მწვავედ აღიქვამს. ასეთ დროს უჩნდებათ აზრი, რომ ცხოვრებამ ამაოდ ჩაიარა. ამ ნიადაგზე კი ხშირია დათრგუნვა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და დეპრესია.
სამედიცინო სივრცეში ამ დეპრესიას ენდოგენურ დეპრესიას უწოდებენ. თუმცა, ამ მდგომარეობის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს:
●ჰორმონული გარდაქმნა ორგანიზმში;
●შრომისუნარიანობის დაქვეითება;
●საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა;
●ცხოვრებისეული სიტუაციების ცვლილება;
●სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება-დაკარგვა;
●უბრალოდ სიბერის განცდა.
კლიმაქტერიული პერიოდის დეპრესიის დროს იმატებს დაძაბულობისა და დაღლილობის შეგრძნება. ასევე, მოუსვენრობა, სიხარულისა და ბედნიერების ვერ განცდა. ხშირად უქრებათ იმის გაკეთების სურვილი, რასაც ადრე სიხარულით აკეთებდნენ.
რომელია კლიმაქსის სამკურნალო საუკეთესო მედიკამენტი?
კლიმაქსის მკურნალობის პროცესში ხშირად გამოიყენება მედიკამენტური საშუალებები. მათგან ერთ- ერთი განსაკუთრებულია კლიმაქტოპლანის ტაბლეტები. იგი რეკომენდებულია, როდესაც პაციენტს გულის ფრიალი, გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა და წამოხურებები აწუხებს.
მიღების წესი და დოზები ამგვარია : 1-2 ტაბლეტი უნდა მიიღოთ 3- ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ.
აღნიშნული წამლის გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება: შესაძლოა მისი ცალკეული კომპონენტების მიმართ გქონდეთ აუტანლობის რეაქციები.
ამრიგად,კლიმაქტერიული პერიოდი ქალების ორგანიზმისთვის და არა მარტო, მათი ფსიქიკისთვისაც ძალზე რთული და დეპრესიულია. კლიმაქსის სიმპტომები ყველასთან ინდივიდუალურად ვლინდება, უმეტესობისთვის იგი მაინც ახალგაზრდული წლების დასრულებასთან ასოცირდება, ამიტომაცაა იგი ქალებისთვის განსაკუთრებულად სენტიმენტალური თემა.
ყველა სახის ფიზიოლოგიური თუ მენტალური პრობლემა საჭიროებს ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ კლიმაქსი ბუნებრივი მოვლენაა, აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს, რათა დროულად მიიღოთ სასურველი რჩევები და შეგიმსუბუქდეთ რთული მენტალური თუ ფიზიკური მდგომარეობა.

1750760310