რა უნდა ვიცოდეთ კიბოს ადრეულ პრევენციასა და დიაგნოსტიკაზე | ინტერვიუ ონკოქირურგთან

პირველადი სიმსივნიდან კიბოს უჯრედები სისხლისა და ლიმფის საშუალებით სხეულის სხვა ნაწილებამდე აღწევენ და მეტასტაზებს წარმოქმნიან. მეტასტაზი იმავე ტიპის სიმსივნეა, რომლისაც პირველადი. სახელიც იგივე აქვს. მაგალითად, თუ ძუძუს კიბო ფილტვებში გავრცელდა, ის ძუძუს მეტასტაზური კიბო იქნება და არა ფილტვის. მეტასტაზური კიბოს უჯრედები მიკროსკოპის ქვეშაც ისევე გამოიყურება, როგორც პირველადი კიბოსი. მოლეკულური მახასიათებლებიც, წესისამებრ, საერთო აქვთ. მაგალითად, ქრომოსომის სპეციფიკური ცვლილებები. მეტასტაზები ხშირად სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმის ფუნქციობას და სიკვდილს იწვევს.

კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა უმეტესობა სწორედ მეტასტაზური დაავადების შედეგია. მეტასტაზური კიბოს მკურნალობის ძირითადი მიზანი კიბოს ზრდის კონტროლი ან მეტასტაზებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაა.

რა უნდა ვიცოდეთ კიბოს ადრეულ პრევენციასა და დიაგნოსტიკაზე? ამაზე კლინიკა „მედცენტრის“-ს ონკოქირურგი მემედ ჯინჭარაძე გვესაუბრა.

მეტის ნახვა