ახალი ამბები • 1756281716
რა უქმნის ხალხს საახალწლო განწყობას
მალე 2022 წელი დადგება. ეს არის პერიოდი როცა გარშემო ყველფან წინასაახალწლო სამზადისი უნდა მიმდინარეობდეს, მოქალაქეებში კი ამაღლებული განწყობა იგრძნობოდეს. თუმცა, არსებული ეკონომიკური მძიმე სოციალური პირობების ფონხზე ძველებურად ახალი წლის მოახლოება არავის უხარია. მოქალქეების ნაწილი გაძვირებული პროდუქტისა და მედიკამენტების ფონზე, სადღესასწაულო სუფრის გაშლასაც ვერ ახერხებს. ნაწილისვის განწყობას, ინფრასტრუქტურის არ არსებობა განაპირობებს. ბევრი კი არეული პოლიტიკური პროცესებით დაიღალა. სამაგიეროდ, უკეთესის იმედით და პოზიტიური განწყობით ეგებებიან ახალ წელს მინისტრები.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს საახაწლო განწყობას სულიერი მდგომარეობა უქმნის. ჯაბა ფუტკარაძე, ახალ, 2022 წელს, ეკონომიკური წინსვლისა და რეგიონის განვითარების იმედით ხვდება. არსებულ პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს და დამდეგს პოზიტიური განწყობით ეგებება.
მინისტრისგან განსხვავებით, ახალ წელს პოზიტიური განწყობით ვერ ხვდებიან მოქალაქეები. მაგალითად, თამილა ირემაძეს, ყოველდღიური მძიმე ყოფის გამო, სადღესასწაულო ხალისი არ აქვს. ყვება, რომ წლის განმავლობაში შვილების სრულფასოვნად გამოკვებასაც ვერ ახერხებს, შესაბამისად, არც იმის იმედი აქვს, რომ 2022 წელს ნუგბარითა და ნაირსახეობით დატვირთული სუფრით შეხვდება.
საახალწლო განწყობა მოსახლეობის უმრავლესობაში არ იგრძნობა. ამის მიზეზად, მოქალაქეების ნაწილი, გაძვირებულ ცხოვრებას და მძიმე ეკონომიკურ ფონს ასახელებს. ზოგისთვის, წინასაახალწლოდ, დისკომფორტს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, თვეების განმავლობაში გადათხრილი ჩაბნელებული ქუჩები და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის. ნაწილისთვის კი, პრობლემა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობაა.
საახალწლო განწყობები ხალხში სხვადასხვაგვარია. ახალი წლის ღამე, ზოგისთვის ჯადოსნური სურვილების ასრულებასთნ, ზოგისთვის კი, საყვარელი ადამიანების გარემოში ყოფნასთან ასოცირდება. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი კი, მხოლოდ, თბილ სახლსა და ლუკმა პურს ნატრობს. ყოველწლიურად, მოქალაქეები ხელისუფლებისგან დაპირებებს იღებენ, რომ მომავალი წელი გასულზე უკეთესი იქნება, თუმცა, თავად განსაჯეთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დღემდე, რა შეიცვალა.

1746451221

1745312322