როდის დაიწყება დაგვიანებული საახალწლო სამზადისი ბათუმში? პერიფერიული ნაწილი, წელსაც, საახალწლო განათებიბის გარეშე რჩება

ჩვეულებრივ, ახალი წლის განწყობა ქუჩებიდანვე იგრძნობა. მაგალითად, წლის მიწურულს, შესამჩნევია გასაყიდად გამოფენილი სადღესასწაულო ნივთები, ნაძვისხეები, ტრადიციული ჩიჩილაკი,  თვალისმომჭრელი სათამაშოები - ყველაფერ ამას, ქუჩების გრილიანდებითა და ათასგვარი მანათობლებით მორთვა აგვირგვინებს.

 

უკვე 14 დეკემბერია,  ახალწლამდე, სულ რაღაც,17 დღე დარჩა. თუმცა, ბათუუმის ქუჩებში საახალწლო სამზაადისი და ფუსფუსი არ შეინიშნება.  გასული რამდენიმე წლისგან განსხვავებით, ამ დრომდე, ცენტრალური ქუჩებიც კი არაა მორთული. მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ ბულვარისა და ქალაქის შუაგულის ტერიტორიას თვითმმართველობა აუცილებლად მოაწყობს, მაგრამ, წინა წლების გამოცდილებით, პერიფერიაში ილუმინაციების განთავსებას არ ელოდებიან.

 

ქალაქის გარეუბნებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მერია დიდი ხანია აღარ ფიქრობს იმ უბნების სადღესასწაულოდ მორთვაზე სადაც მოძრაობა თავად არ უწევთ. შესაბამისად სახალწლო განყობაც ამ ტერიტორიაზე არ იქნება და ყველაფერს,  ამორტიზებული ან გადათხრილი ქუჩები დაემატება.

 

მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის თანხები რაც ქალაქის გრილიანდებითა და მანათობლებით მორთვაში უნდა დაიხარჯოს, სჯობს, სოციალური მიმართულებით დაიხარჯოს. იგივე პოზიცია აქვთ ოპოზიციაშიც.

 

ბათუმის  მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ამბობენ, რომ ქალაქის საახალწლოდ მოსართავად ტენდერი, გუშინ, დასრულდა. გამარჯვებული წელსაც, უკონკურენტოდ, „აჭარგანათებაა“. სამუშაოებს ტენდერში მონაწილე, ერთადერთი

 

კომპანია, ხვალ, დაიწყებს და  25 დეკემბერს უნდა დაასრულოს. საახალწლო დეკორაციების, მანათობელი კონსტრუქციებისა და აქსესუარების და ნაძვის ხის დასამონტაჟებლად, ჯამში, 700 ათასი ლარი დაიხარჯება. საახალწლო მთავარი ატრიბუტი წელს ევროპის მოედანზე მოეწყობა.

 

საახალწლო დეკორაციები, მხოლოდ, ქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსდება. მათ შორის,  ბათუმის ბულვარში. ჩამონათვალშია: რუსთაველის, გორგილაძის, გოგებაშვილის,  ბარათაშვილის, შერიფ ხიმშიაშვილის და კდიევ რამდენიმე ქუჩა.  პერიფერიული ნაწილი, წელსაც, საახალწლო განათებიბის გარეშე რჩება.

მეტის ნახვა