როგორ შეიცვალა ბინების ფასი და გაყიდვები ბათუმში?

ბათუმი

  
2025 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 35.9%-ით გაიზარდა და 1 895 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 68.3%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნშნული.

მათივე ცნობით, ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 37.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, კვლევის თანახმად, ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 58.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 13.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ბათუმში 2025 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.2%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 1 327 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 55.1%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის სექტემბერში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 17.6%-ით მოიმატა. {შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას},“ - ნათქვამია „ქოლიერსის“ კვლევაში.

მეტის ნახვა