ბათუმში დააკავეს მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული პირები...

პოლიცია

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ. – მ და ო.ჯ. – მ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“ – წერს შსს.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა