ახალი ამბები • 1743412024
სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ბათუმში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ს.ხიმშიაშვილის,ჭავჭავაძის,ფიროსმანის,ინასარიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ხელვაჩაურში - 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით კახაბრისა და მეჯინისწყლის დასახლებების ნაწილს.
ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხუცუბანს,ლეღვას,კოხს,სამებას,ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დ.აღმაშენებლის ქუჩის ნაწილს.
ქედაში - 10:30-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: საღორეთს,ვარჯანისს,კანტაურს,კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 14:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კვატიას,რაქვთასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.