ახალი ამბები • 1749795120
საშეღავათო ფასი მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე - მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.
მათი ცნობით, 2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე საშეღავათო ფასი მოქმედებს.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში: 2022 წლის 28 მარტიდან „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება; 2022 წლის 27 მარტის ჩათვლით, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ასევე დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რითაც იგი ადასტურებს ტრანსპორტზე საკუთრების უფლებას. 28 მარტიდან პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
2022 წლის 26 თებერვლამდე, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველად რეგისტრაციაზე მოქმედებს საშეღავათო ფასი; გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1749645219

1739131407