უსახლკაროების ტრადიციული ხუთშაბათის აქცია ბათუმის მერიასთან

უსახლკაროების ტრადიციული ხუთშაბათის აქცია ბათუმის მერიასთან დღესაც გაიმართა. აქციის ორგანიზატორი, „ფუხარას ხმის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბათუმის მერია არჩევნებამდე  გარკვეულ დათმობაზე წამოვიდა, თუმცა დღემდე რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად. მერაბ ბლადაძის განცხადებით, იმედს იტოვებენ, რომ ხელისუფლება  დანაპირებს შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბურ აქციებს მიიღებენ, ვინაიდან ეს ადამიანები გაჩერებას არ აპირებენ.  

მეტის ნახვა