როგორია საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის დონე საქართველოში

საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით, საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში მე-11, შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო ბანკი ავრცელებს. ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ცნობილი ხდება,  შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი აიღო. 2012 წელს საქართველოს  მხოლოდ 25% ჰქონდა მინიჭებული. ქვეყნის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ტემპი კარგია და მთავრობას კიდევ უფრო ამბიციური მიზნები აქვს. პარტიაში გახარია საქართველოსთვის მიაჩნიათ, რომ ციფრები რეალობას აცდენილია. 

მეტის ნახვა