აჭარაში გაზმომარაგება უკვე 77 ათას აბონენტს აღუდგა

გაზი

აჭარაში გაზმომარაგება უკვე 77 ათას აბონენტს აღუდგა, რაც 70 %-ს შეადგენს.  "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირი  ეტაპობრივად ხვალ დღის ბოლომდე ჩაირთვება. როგორც კომპანიაში განმარტავენ,ჯამში სულ 112 ათასი აბონენტი იყო გათიშული. გაზმომარაგებაში შეზღუდვის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი დეტალების მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 16 114 

მეტის ნახვა