როდის აღდგება გაზმომარაგება სრულად

გაზი

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აჭარაში გაზმომარაგების აღდგენის პროცესი დაწყებულია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღის ბოლომდე ხელვაჩაურსა და ბათუმში ჯამში 70 ათასამდე აბონენტს უნდა აღუდგეს ბუნებრივი აირის მიწოდება. ჯამში სულ 112 ათასი აბონენტია გათიშული. კომპანიის ინფორმაციითვე, შეზღუდვები სრულად, ხვალ დღის ბოლომდე მოიხსნება.

ცნობისთვის, ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ შეწყდა. "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” ინფორმაციით, გაზმომარაგებაში შეზღუდვის მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია. 

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი დეტალების მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 16 114 

მეტის ნახვა