უკიდურესად გაჭირვებული, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე ხანდაზმული წყვილი დახმარებას ითხოვს

უნდა მოგიყვეთ ყველასგან მიტოვებულ, უკიდურესად გაჭირვებულ, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე ხანდაზმულ წყვილზე, რომელიც  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, ნესტიან სარდაფში, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობს. პირობები უმძიმესია. ცოლ-ქმარმა ყველა კანონიერი გზა სცადა ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა ამაოდ.  მოხუცები შველას ითხოვენ და მათი ბოლო იმედი, სახელმწიფოსთვის მათი არსებობის შესახსენებლად ტელევიზიით ხმის მიწვდენაღა დარჩა. 

მეტის ნახვა