ახალი ამბები • 1731565257
პრემიერ მინისტრი ოპონენტებს კვლავ ემუქრება
საქართველოს პრემიერ მინისტრი ოპონენტებს კვლავ ემუქრება. კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია "ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით უნდა ჩანაცვლდეს". მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებაზე უარგუმენტო საუბრით ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და "თავისი ხელით აკეთებს იმ საქმეს, რაც „ოცნებას“ უნდა გაეკეთებინა". მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა სიების ჩახსნის მოთხოვნას და თქვა, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. პრემიერი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებისა და პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება. სავარაუდოდ, იანვარში კი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ივანიშვილის გუნდის წევრი შეეხო აგენტების და ლგბტ თემის საწინააღმდეგო კანონებსაც. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ NGO-ების ბუნდოვანება არის უკეთესი, ვიდრე მათი გამჭვირვალობა, ვისმჯელოთ ამასთან დაკავშირებით, განაცხადა კობახიძემ.
1726854943
1726726009