რა შემთხვევაში შეიძლება შეცვალონ გადაწყვეტილებები პარტიებმა უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით

არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს - შეჯერებული პოზიციები ხელისუფლების ოპონენტებში დიდი ხანია ცნობილია. პროდასავლური  პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები გადაწყვეტილებას არჩევნების გაყალბებით ხსნიან და ამბობენ, რომ პრივილეგიებზე უარით ოცნებას დისკომფორტს შეუქმნიან. ოპოზიციურ პარტიებს იდენტური პოზიციები აქვთ უმაღლესი საბჭოს შემთხვევაშიც. რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილებები? ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხელახალი სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. შეგახსენებთ, ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას - უმაღლეს საბჭოში 4 მანდატი აქვს, გახარია საქართველოსთვის -2 , 1 - კოალიციას „ცვლილებისთვის“ და 1 - კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ , რაც შეეხება ქართულ ოცნებას- მმართველ პარტიას ჯამში 13 მანდატი აქვს. 

მეტის ნახვა