იტალიური პური "ფოკაჩა" - მოსამზადებლად დაგჭირდებათ როზმარინი, ზეთისხილი და პომიდორი

ფოკაჩა

ფოკაჩა როზმარინით, ზეთისხილითა და პომიდვრით ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. ეს იტალიური პურია, სხვადასხვა ინგრედიენტით.

დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

მშრალი საფუარი 2,5ჩ/კ;
თბილი წყალი 310მლ;
ზეითუნის ზეთი 6ს/კ;
მარილი 3ს/კ;
როზმარინის ცოცხალი ტოტები 2,5ს/კ;
პომიდორი 100გრ;
უკურკო ზეთისხილი 100გრ;
ბაზილიკის ფოთლები 8-10ც;

მომზადების წესი:

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და რამდენიმე წუთი დავაყოვნოთ. შემდეგ დავამატოთ 3ს/კ მარილი და გადავურიოთ. გაცრილი ფქვილი ჯამში ჩავყაროთ, დავამატოთ საფუარი, კარგად ამოვურიოთ. მოვზილოთ რბილი ცომი, გადავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას 1 სთ. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და ცომი გავანაწილოთ. გადავაფაროთ ზეთწასმული ცელოფანი და კიდევ 1 სთ დავაყოვნოთ. ღუმელი 230 გრადუსამდე გავახუროთ. ცომს ზემოდან თანაბრად მოვაყაროთ როზმარინი, დავაწყოთ  დაჭრილი პომიდორი, ზეთისხილი, ბაზილიკი და შევდგათ გამოსაცხობად ღუმელში 25 წთ.

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: deda.ge

მეტის ნახვა