"ART/ალიანსი - 22" - მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების პროექტი პეტრას ციხეზე

"ART/ალიანსი - 22" - ამ სახელწოდებით, ქობულეთში, პეტრას ციხეზე, მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების პროექტი გაიმართა.

მასში ექსპერიმენტული ძიებებით მიღებული, ინოვაციური ტექსტურების ქსოვილებითა და კონსტრუქციებით  შესრულებული კონცეპტუალური კოსტიუმების ავტორები, ასევე, ქუჩის თეატრის ხელოვნების მსახიობები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების უფროსი, ნინო მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა.

მეტის ნახვა