საქართველოში 128 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სესხი უფიქსირდება - "კრედიტინფო"

სესხები

საქართველოში 128 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სესხი უფიქსირდება. საერთო დავალიანება მილიარდს აჭარბებს. ეს რიცხვი მსესხებლების 9%-ს წარმოადგენს. ინფორმაციას „კრედიტინფო საქართველო“ ავრცელებს. სტატისტიკაში ის მსესხებლები ხვდებიან, რომელთაც 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდებათ.

მონაცემების თანახმად, დავალიანების მაღალი მაჩვენებელი მიკრო-სესხების სეგმენტში ფიქსირდება. კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში ბანკების, მიკროსაფინანსოებისა და სესხის გამცემი სხვა სუბიექტების მიერ გაცემული 3 მილიონამდე მოცულობის სესხები ხვდება.

მეტის ნახვა