ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა 9 813-მა ადამიანმა გაიკეთა

ვაქცინა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა 9 813-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 287 645 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 882 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 825 442, გარდაიცვალა 12 631 პაციენტი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. იგი გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მეტის ნახვა