ახალი ბულვარის გაურკვეველი მომავალი

15 წლის მანძილზე ვერ დასრულებული  ბულვარი.  ადლიის მონაკვეთზე,  რეკრეაციული სივრცისთვის  ათვისებულ ტერიტორიაზე, წლებია მხოლოდ ბილიკს და განათების ბოძებს  ვხედავთ.  

ადგილზე არც ინვენტარია და არც შესაბამისი გამწვანება. ადგილობრივებისთვის გადაუჭრელი პრობლემაა, ნაგავსაყრელიდან წამოსული გაუსაძლისი სუნი.

განუვითარებელი ბულვარის გამო, ვიზიტორები თუ ბათუმელები, სეირნობას, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აჩერებენ და დანარჩენ სივრცეს  მიტოვებულად მიიჩნევენ.

მოქალაქეების ნაწილმა  კი სივრცეს სხვადასხვა დატვირთვა შესძინეს. რა ბედი ელის ტერიტორიას რომელიც,  10 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა ოცნებამ  ვერ განავითარა.  ვნახოთ სიუჟეტი. 

 

ბათუმში, საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორს, პირველი შთაბეჭდილება, ჯერ კიდევ მანამდე ექმნება, ვიდრე ხმელეთზე დაეშვება და ქალაქს ახლოდან ნახავს.

თვითფრინავიდან ზედხედით დანახული ახალი ბულვარი საუკეთესო საშუალება ვითარების შესაფასებლად. მთისა და ზღვის პანორამული ხედი ნამდვილად მოგაჯადოებთ, თუმცა რაც უფრო მეტად მიუახლოვდებით ხმელეთს, ემოციაც მით მეტად შეგეცვლებათ.

წლების წინ გაკეთებული ინფრასტრუქტურა აქ ხელუხლებელია და მოუვლელობით ნადგურდება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ათი წელი გავიდა, თუმცა, ინფრასტრუქტურული  სამუშაოები აქ არავის გაგურგძელებია.

ბათუმელები ფიქრობენ, რომ მოუვლელობით და უმოქმედობით, ქალაქი ტურისტულ პოტენციალს კარგავს.

ბათუმს, ვიზიტორები ბოლო წლებში შედარებით მრავლად ჰყავს შემოდგომა-ზამთარშიც. შესაბამისად, სულ უფრო და უფრო ბევრი სტუმარი აკითხავს ბულვარს ყოველდღიურად.

ამან, ფაქტია, გაზარდა სანაპირო ზოლზე დასასვენებელი სივრცეების გაფართოების საჭიროება,

თუმცა ამაზე არავინ ფიქრობს. ახალი ბულვარის ბოლოს, მხოლოდ  ასფალტი და გარეგანათებაა. ადგილი, სადაც მეტი ინფრასტრუქტურა და გამწვნება უნდა იყოს, ეკალ-ბარდითაა დაფარული.

ცხელ დღეებში აქაურობას არც ქვეწარმავლები აკლია, არა და აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორია ერთგვარი სავიზიტო ბარათი დიდი ხანია გახდა.

აქ ყოველდღიურად ნახავთ ახალგაზრდებს, სელფების გადასაღებად, წყვილებს საქორწინო ფოტოსესიისთვის და სხვა.

ტერიტორიის ათვისება და განაშენიანება,  აქ დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. განვითარებული გარემო, ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყაროდ უნდა ქცეულიყო.

დაპაუზებული სამუშაოების გამო კი, აქ  მაცხოვრებლებს მოლოდინი  არ გაუმართლათ.

ამ ყველაფერს ხელოვნურად გაუქმებული  სანაპიროც დაემტა. ახალი ბულვარის ბოლოში პლაჟი მთლიანად  ნაპირგამაგრებას დაუთმეს. შესაბამისად საბანაო ადგილი აღარ დარჩა.

აღარც ზღვას კვებავენ ინერტული მასალით, ამიტომ, რაც მომიჯნავედაა, მასაც შტორმი ანგრევს. დაზიანებული პრომინადის მასშტაბი დღითიდღე იზრდება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პასუხისმგებელი უწყებები უნდა  გამოფხიზლდნენ.

ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია, რომ ხელისუფლების მხრიდან  მიტოვებულია, ამას ისიც მოწმობს, რომ დღეს ყველა უწყება პასუხისმგებლობას გაექცა.

განვითარებისთვის,  ვინ რას გეგმავს და როგორ?  კითხვაზე დღეს არც თვითმმართველობაში გგვიპასუხეს და არც აჭარის მთავრობაში. 

მეტის ნახვა